კვაცხუთის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მუსიკალური სტუდია ჩამოყალიბდა
18-12-2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, კვაცხუთის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხელოვნებისა და კულტურის წრე - მუსიკალური სტუდია -„ვირჩევთ სიმღერას“ ფუნქციონირებდა. წრეს ვერა მელაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მუსიკალური გუნდი ჩამოყალიბდა, რომლის წევრებმა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეისწავლეს. ერთ-ერთ სიმღერაზე მოსწავლეებმა ვიდეოკლიპიც გადაიღეს.
პროექტის დასრულებისას სკოლის აღსაზრდელებმა შესწავლილი სიმღერებისა და კლიპის პრეზენტაცია ჩაატარეს. იხილეთ ფოტოები