სენაკის N3 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში გაიმარჯვა
18-12-2018

სენაკის N3 საჯარო სკოლის გუნდმა „სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადა 2018-ში“ გაიმარჯვა. 

სკოლის აღსაზრდელებმა საკონკურსო ნამუშევარი შექმნეს თემაზე  - „პარალიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარალიმპიელები“.

გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. 

გუნდის წევრები და მათი პედაგოგები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან კიკალიშვილმა დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების დასასრულს სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.

სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203