გამწვანების აქცია, სახელწოდებით „სიცოცხლე სიცოცხლისთვის“ თბილისის N60 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
ღონისძიებაში, რომელიც თბილისის N60 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის მაია თორდინავასა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან მშვილდაძის ინიციატივით მიმდინარეობს, აქტიურად ჩაერთო ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით უთმელიძე.
სკოლის დირექტორმა შოთა მალაზონიამ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს ეზო და დარგეს დეკორატიული მცენარეები. სკოლის ეზოს გალამაზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ამავე სკოლის პედაგოგები ნანა ლომთათიძე და მაია თორდინავა.
აქციის მონაწილეებს თბილისის N60 საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებისა და კეთილმოწყობის მხრივ დიდი გეგმები აქვთ.
იხილეთ ფოტოები