სენაკის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სპექტაკლი დადგეს
18-12-2018
სენაკის N2 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის მარინე გრიგოლიას ხელმძღვანელობით, შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი - „გააცოცხლე თოჯინები“ დადგეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
„მოსწავლეებში სპექტაკლმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია და დაინტერესდნენ ხელოვნების ისეთი დარგით როგორიცაა თეატრი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს მესამეკლასელები სიგელებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები