თბილისის N76 საჯარო სკოლის ფსიქოლოგმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მოსწავლეებს მეგობრობაზე ლექცია-სემინარი ჩაუტარა
18-12-2018
თბილისის N76 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი სალომე მდინარაძემ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მოსწავლეებს მეგობრობაზე ლექცია-სემინარი ჩაუტარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფსიქოლოგი მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდა. ლექცია-სემინარის პარალელურად, ამავე თემაზე შექმნილი ვიდეოს - „ქვიშის ზღაპრის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ვიდეოჩვენების შემდეგ კი დისკუსია მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იმსჯელეს.