თბილისის N48 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
18-12-2018
თბილისის N48 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მწვანეების“ წევრებმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის დახმარებით, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
კლუბის წევრები სოციალურად დაუცველ სამ მრავალშვილიან ოჯახებში იმყოფებოდნენ, ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს და სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, სამოქალაქო კლუბის „მწვანეების“ ინიციატივას, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებოდნენ, მთელი სკოლა ერთსულოვნად შეუერთდა.
„ძალიან მალე შეგროვდა თბილი ტანსაცმელი და სათამაშოები. შემდეგ კი კლუბის წევრებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს თამარ ტალიაშვილს მიმართეს თანამშრომლობის წინადადებით. მადლობა ქალბატონ თამარს, მის გარემოცვას. მადლობა კლუბის წევრებს, რომლებიც ზუსტად ვიცი, ღირსეული მოქალაქეები გაიზრდებიან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.