თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულინარიის გაკვეთილი ჩატარდა
18-12-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლაში, მემორანდუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო და სახალისო ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. თბილისის N122 სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება პროფესიონალებისგან შეეტყოთ კულინარიის მნიშვნელოვანი საიდუმლოებები. ღონისძიება პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსის“ მიერ განხორციელდა. მათ მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილი კულინარიისა და კონდიტერის მიმართულებით. იხილეთ ფოტოები