თბილისის N45 საჯარო სკოლაში პროექტი „ნობელის პრემიის ლაურეატები“ ხორციელდება
18-12-2018

ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლაში, მარეხ ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი „ნობელის პრემიის ლაურეატები“.

2018 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ნობელის პრემიის ლაურეატებს ლიტერატურის დარგში. მოსწავლეებმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორებიდან შეარჩიეს მათთვის სასურველი ავტორის ნაწარმოებები , წაიკითხეს და მოაწყეს ნაწარმოებების განხილვა/პრეზენტაცია. უჩვენეს ნაწყვეტები ფილმად ქცეული ნაწარმოებებიდან. 

პროექტში აქტიურად იყო ჩართული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ასანიძე.
ნობელის პრემია - ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო პრემია. სახელი ეწოდა მისი დამაარსებლის გამომგონებლის ალფრედ ნობელის პატივსაცემად. მისი ანდერძის თანახმად, პრემია გადაეცემა ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში ან ფიზიოლოგიაში, ლიტერატურაში და მშვიდობის დარგში.

გთავაზობთ პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ შერჩეულ ნაწარმოებს :

1. მარიამ წიკლაური- ტონი მორისონი, "ყველაზე ცისფერი თვალი"
2. გვანცა დობაძიშვილი- ტონი მორისონი, "ყველაზე ცისფერი თვალი''
3. ნიკა წამალაშვილი - კაზოუ "არასოდეს გამიშვა''
4. გვანცა გულაშვილი- ფოლკნერი, "ხმაური და მძვინვარება''
5. მია ღვინჯილია- ფოლკნერი, "ხმაური და მძვინვარება''
6. ლიზი ზირაქაშვილი- მარკესი , "12 მოხეტიალე მოთხრობა''
7. ანი გელაშვილი- მარკესი , "12 მოხეტიალე მოთხრობა''
8. ანა ვაჩიბერაძე- ჰემინგუეი, "მოხუცი და ზღვა''
9. მარიამ ღონღაძე- ჰემინგუეი, "მოხუცი და ზღვა''
10. ლუკა კილაძე- უილიამ ბატლერ იეტსი (პოეტი)
11. მარი ანთია - ნაიპოლის ,"ნახევარი სიცოცხლე''
12. ქეთევან ჯამარაული -ნაიპოლის ,"ნახევარი სიცოცხლე''
13. მიშა მიქაუტაძე -უილიამ გოლდინგი, "ბუზთა ბატონი''
14. იური დოლიძე -სოლბეროუ ,"მისტერ სამნერის პლანეტა''
15. თემო ბღარაშვილი- ბობ დილანი მუსიკოსი, პოეტი

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203