წინასაახალწლოდ სკოლებში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა
25-12-2018
წინასაახალწლოდ სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის, მათ შორის მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის საქართველოს მასშტაბით, ახალი ვაკანსიები გამოცხადდა.

ვაკანსიების ნახვა შესაძლებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე.

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?! - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის: საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203