მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“ შეუერთდნენ
19-12-2018

ირაკლი ბაზაძის სახელობის, მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“-ს შეუერთდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატი დაამზადეს მოწოდებით - „ნუ მოჭრი“ და სკოლის ეზოში მდგომ ნაძვის ხეზე გააკრეს. მოსწავლეებმა ასევე მორთეს  და გაალამაზეს ბუნებრივი  ნაძვის ხე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

იხილეთ ფოტო

     
    სკოლების სიახლეები
    დაგვიკავშირდით
    557 54 00 60
    მოგვწერეთ
    etaloniganatleba@etaloni.ge
    მისამართი
    0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203