გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიკბოქსინგის ტურნირში თავი ისახელეს
19-12-2018
სომხეთის დედაქალაქ ერევანში კიკბოქსინგის ტურნირი ჩატარდა. k-1 წესებით გამართულ შეჯიბრზე (12 კგ წონით კატეგორიაში) მონაწილეობას ქართველი და სომეხი სპორტსმენები იღებდნენ.
აღნიშნულ ტურნირზე გაჭედილის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე გახლდათ: ლუკა პაპავა, ნიკა ბაღიშვილი, რეზი წულაია და ზურა კუჭავა. მწვრთნელი კი გაჭედილის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი დათა წულაიაა.
ქართველებმა 5კგ წონით კატეგორიაში იმარჯვეს. მათგან ორი - ნიკა ბაღიშვილი და ლუკა პაპავა გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული ხუთივე ქართველი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, მაისში კიდევ ერთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კვლავ სომხეთში გაიმართება.
გაჭედილის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ამ დიდ გამარჯვებას ულოცავს.