ახალციხის N5 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მშობლებს შორის სპორტული შეჯიბრება გაიმართა
19-12-2018

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. მშობელთა ჩართულობა ასევე დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მათი მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია მშობლებისა და სკოლის დასაახლოვებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაში გამართული მეგობრული სპორტული შეჯიბრი პირველი კლასების მშობლებს შორის (კლასის ხელმძღვანელები: რიტა კირკიტაძე, ხათუნა ჯანაშვილი). სპორტულ შეხვედრას უძღვებოდნენ სპორტის მასწავლებლები: იოსებ ასპანიძე და გელა მაისურაძე. მოთამაშეთა შედეგებს თვალყურს ადევნებდა და აფასებდა ჟიური შემადგენლობით: სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მასწავლებლები კლარა კუპრეიშვილი და მაია თათეშვილი.

სპორტულმა შეჯიბრმა მხიარულად გაიმართა, განსაკუთრებული გულშემატკივრობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები, რომლებიც დედებს ემოციური შეძახილებით ამხნევებდნენ.

შეხვედრის დასასრულს სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ მონაწილე გუნდებს სასკოლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203