ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ბუნებაში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა
19-12-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ბუნებაში  შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც შეფასების ჯგუფმა განიხილა. 

აღნიშნულის წევრები ქიშვარდ გორგოშაძე, ციცინო სამნიძე და ნონა გოგიტიძე გახლდნენ.  

VI  კლასისთვის განკუთვნილ გაკვეთილს, რომლის თემა იყო - „ჩონჩხი და კუნთები“, (საგანი - „ჩვენი გარემო“), პედაგოგი ფატიმა თეთრაძე უძღვებოდა. 

მასწავლებლის თქმით, მიზანი იყო მოსწავლეებს ტექსტზე დაყრდნობით დაედგინათ:

1.  ადამიანის ორგანიზმისათვის ჩონჩხის მნიშვნელობა;

2. შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით  კუნთები და ძვლები დაეჯგუფებინათ;

3. დაკვირვების საფუძველზე ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე ემსჯელათ.

სკოლის დირექციის ცნობით, მასწავლებელმა არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა გამოიყენა, რომლითაც დასახულ მიზანს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203