ქვაბღის საჯარო სკოლის პედაგოგი კონკურსის - „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ გამარჯვებულია
19-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლის „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილე ისტორიის მასწავლებელი დავით ჩივაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ჩატარებული კონკურსის - „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.

დავით ჩივაძე სხვა გამარჯვებულებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობდა. დამსწრეებმა მოისმინეს ლექციები და დისკუსიებში მონაწილეობდნენ, რომლებიც ევროკავშირის თემებს ეხებოდა.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, გამარჯვებული მასწავლებლები ჩაატარებენ 2 ლექციას მოსწავლეებისთვის. მოხდება ჩატარებული ლექციების გადაღება, რის საფუძველზეც, საკონკურსო კომისია შეარჩევს 10 მასწავლებელს, რომლებიც 2019 წელს ბრიუსელში გაემგზავრებიან.

ქვაბღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი  ულოცავს   სკოლას და მასწავლებელს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203