კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
19-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს. ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ კვინიკაძემ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართულ და სომხურ ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.
„მოსწავლეებმა ულამაზესი საღამო გვაჩუქეს. პოეზიით გამთბარი საღამო, სადაც ერთმანეთს ცვლიდა ქართულ და სომხურ ენაზე შექმნილი შედევრები, ჟღერდა მუსიკა. სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები