თბილისის N103 საჯარო სკოლას სპორტის გაკვეთილის შეფასების მიზნით დამკვირვებელთა ჯგუფი ესტუმრა
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაძლიერების მიზნით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია ფიზიკური აღზრდის სტანდარტის გათვალისწინებით აქტივობების განხორციელება სკოლებში და ასევე, დაიწყო სასკოლო სპორტული კლუბების კონკურსი.
ამ პროექტის ფარგლებში თბილისის N103 საჯარო სკოლას სპორტის გაკვეთილის შეფასების მიზნით ესტუმრა დამკვირვებელთა ჯგუფი: ქეთევან ქობალია - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტატი, მანანა მნათობიშვილი და მამუკა მაღლაკელიძე - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, მურთაზ მნათობიშვილი - თბილისის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე, ნინო ქურდაძე - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ფ/ა სპორტის სპეციალისტი, გია ბეგიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი, მანანა კვირკველია -საქართველოს ესგ.-ის დანერგვისა და მონიტორინგის ასისტენტი, როდრიგო იერო - სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი, ასევე, სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე და დირექტორის მოადგილე ნანა შენგელიძე.
შესაფასებელი გაკვეთილი 8ბ კლასში ჩატარდა. ის პედაგოგმა ეკატერინე ყარყარაშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილის თემა ფეხბურთი იყო - მეკარის მომზადება სხვადასხვა შემტევი მოქმედების დროს სტაბილური რეაგირებისათვის და დაცვის ხაზის აქტიური მოქმედება შეტევის დროს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა და დამკვირვებელთა მიერ შეფასდა მაღალ დონეზე.
იხილეთ ფოტოები