ტაკიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მუსიკის გაკვეთილი ჩატარდა
19-12-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის IX კლასში მუსიკის მასწავლებელმა გიული მიქელაძემ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „ხალხური და პროფესიული მუსიკის ურთიერთკავშირი“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა.
„მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობების საშუალებით იმსჯელეს მუსიკის როლსა და ადგილობრივი ხალხური მუსიკის ნიმუშებზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები