ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეების თექის ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა
19-12-2018
საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ქართული ფოლკლორის ნამდვილი ზეიმი
გაიმართა (ხელმძღვანელი: ნანი ენუქიძე). ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ
ნიგვზარის საჯარო სკოლის IX, X და XI კლასების მოსწავლეები დამრიგებლებთან
ერთად (გულნარა ძინძიბაძე, ელისო იობაშვილი).
მოსწავლეების მიერ
შესრულებულმა თექის ნამუშევრებმა ღონისძიებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ბერიკა დეკანოიძემ
შემოქმედებითი წარმატება მიულოცა ბავშვებს და სიგელებიც გადასცა.
„ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჩვენი ხელოვნების მასწავლებლის,
მხატვარ რუსუდან მაჭავარიანის დამსახურება, სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში
ქართული ხალხური შემოქმედების უმნიშვნელოვანესი დარგის თექის დამუშავების
აღორძინებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.