რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა
19-12-2018
ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

 სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2018 წლის თამაშების პირველ, სასკოლო ეტაპში, რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა 3 ასაკობრივი კატეგორიის 17 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან 13-მა საქალაქო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

25 ნოემბერს კი ქალაქ რუსთავში „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც N4 საჯარო სკოლის გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და სამივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვეს.

საქალაქო ჩემპიონატის შედეგები ასეთია: კატეგორია „Junior” (3-4-5 კლასელები). I ადგილი: გუნდი“ოპტიმისტი”- 90 ქულა, კაპიტანი ნიკოლოზ ექვთიმიშვილი. II და III ადგილებიც მე-5 კლასელების ორმა გუნდმა გადაინაწილა, კაპიტნები - ვაკო ალადაშვილი და ლელა მიქაძე.
კატეგორია „U 8“: (6-7-8 კლასელები). I ადგილი თანაბარი ქულებით გაინაწილა რუსთავის N4 საჯარო სკოლის ორმა გუნდმა: „ვარსკვლავები 4“-73 ქულა, კაპიტანი ნათია ჯანიკაშვილი და „ახალგაზრდა ტვინიკოსები“ - 73 ქულა, კაპიტანი თორნიკე მაისაია.

კატეგორია „U 12“ (9-10-11 კლასელები). I ადგილი: გუნდი “ნეირონი 4“- 55 ქულა, კაპიტანი გიორგი ლურსმანაშვილი (9 კლ) II ადგილი თანაბარი ქულებით გაინაწილა სკოლის სამმა გუნდმა.

16 დეკემბერს, თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური, რესპუბლიკური ეტაპი ამიერკავკასიის მასშტაბით. 

კატეგორიაში „U 8“ მაქსიმალური 83 ქულით 86 გუნდს შორის გაიმარჯვა N4 სკოლის გუნდმა -„ვარსკვლავები-4“ (კაპიტანი ნათია ჯანიკაშვილი). გუნდის წევრები არიან მეშვიდეკლასელები მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ვეფხვაძე, ანა მაისურაძე და მარიამ შევარდენიძე.

მეოთხესკოლელები იანვარში ბაკურიანის ბანაკში ერთი კვირით დაისვენებენ.

კატეგორიაში „ჟუნიორ“ 78 ქულით 82 გუნდს შორის მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა „ოპტიმისტი“ (კაპიტანი მე-5 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ექვთიმიშვილი).

გუნდის წევრები არიან დავით ქურდაძე, ანა კამკამიძე, დაჩი გაჩეჩილაძე და ანა გოგოლაძე.

სკოლა მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203