თბილისის N61 სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო გამოფენა მოაწყვეს
20-12-2018
თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში საშემოდგომო გამოფენა მოეწყო, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თბილისის N61 სკოლა აღნიშნულში საკმაოდ დიდი ექსპოზიციით იყო წარმოდგენილი.
სკოლის დირექციის ცნობით, ბავშვთა თვალით დანახული შემოდგომის სურათები მრავალმა დამთვალიერებელმა ნახა და შეაფასა. რაც მთავრია, მათი ნამუშევრებით ყველა მოიხიბლა.