მარელისის საჯარო სკოლა სასკოლო აქტივობებს აგრძელებს
14-09-2016
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა ეტალონის პროექტის აქტიური მხარდამჭერია.  

2016 წლის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე გახდა სკოლის მე-12 კლასელი მარიამ ფცქიალაძე, რომელიც რესპუბლიკურ კონკურში საუკეთესო ათეულში მოხვდა.  

ყოველ წელს სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან ეტალონის კონკურსში. 
  
მარელისის საჯარო სკოლა რკინიგზის სადგურზე მდებარეობს. სკოლაში 102 მოსწავლე და 23 მასწავლებელია.  

პედაგოგები სიახლეებს ეფექტურად ნერგავენ სასკოლო ცხოვრებაში. სკოლის ჯანსაღი გარემო ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას. მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სახის კონკურსებსა და პროექტებში.  

აღსანიშნავი ფაქტია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203