თბილისის N158 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი თბილისის ისტორია შეისწავლეს
21-12-2018

თბილისის N158 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო აქტივობების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში - „ძველი თბილისი ჩვენი სიამაყეა“ ჩაერთნენ.

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ნინო უჩავაა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების ისტორიის გაცნობა, ძველი თბილისის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, კედლის გაზეთების გაკეთება, სიუჟეტების შექმნა და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა ძველი თბილისის ისტორია შეისწავლეს, დედაქალაქის ისტორიული ნაწილი დაათვალიერეს, შექმნეს სხვადასხვა შინაარსობრივი ხასიათის სიუჟეტები და ინფორმაციული ხასიათის კედლის გაზეთები დაამზადეს. 

პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203