ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის დონის დასადგენად კვლევა ჩაატარეს
21-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში ბულინგის დონის დასადგენად კვლევა ჩაატარეს. 

„აღმოჩნდა, რომ ეს თემა მეტად აქტუალურია დაწყებით კლასებში და თამაშის დროს კონფლიქტურ სიტუაციებს მოჰყვება ხოლმე, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ტრენინგიც, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას ეხებოდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203