ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი გივი გელხვიიძე დაჯილდოვდა როგორც 2018 წლის ფიზიკური აღზრდის საუკეთესო მასწავლებელი
21-12-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი გივი გელხვიიძე, როგორც 2018 წლის ფიზიკური აღზრდის საუკეთესო მასწავლებელი, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დიპლომით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიალი ქუთაისის სპორტის მუზეუმში გაიმართა. იმერეთის (ქუთაისის) ოლიმპიურმა კომიტეტმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და რეგიონული სპორტული ფედერაციების მონაწილეობით, 2018 წლის წარმატებული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მსაჯი და სპორტის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა.
ბაღდათის N2 საჯარო სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას ულოცავს. იხილეთ ფოტო