„კეთილი თოვლის ბაბუა“ - ტრადიცია თბილისის N106 საჯარო სკოლიდან
21-12-2018
ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ თბილისის N106 საჯარო სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებას ახორციელებს.
სკოლამ ტრადიციას არც წელს უღალატა და დირექციის, მშობელთა სათათბიროს და თვითმმართველობის ორგანიზებითა და მოსწავლეებისა და მშობლების აქტიურობით, ღონისძიება „კეთილი თოვლის ბაბუა“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში N106 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ოჯახებს დაეხმარებიან და ახალი წლის ჯადოსნურ საღამოს უფრო გაულამაზებენ.
„მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებლებსა და მშობლებს ასეთი აქტიურობისთვის და თანადგომისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.