ობუჯის N1 საჯარო სკოლას სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი ესტუმრა
21-12-2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი ალუდა გოგლიჩიძე ესტუმრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ალუდა გოგლიჩიძე პედაგოგ ციალა სამუშიას გაკვეთილს დაესწრო, შემდეგ კი მოსწავლეებს და მასწავლებელს გაესაუბრა.
„ბატონი ალუდა გოგლიჩიძე ძალიან კმაყოფილი წავიდა სკოლიდან იმ პირობით, რომ მოსწავლეებთან მეგობრობა გაგრძელდება და ნაყოფიერად აისახება ორივე მხარის მუშაობაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები