ქვაბღის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
21-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მზია ადაძემ, მეორე კლასის მასწავლებელეებთან კითხვის უნარების გაუმჯობესების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ აუდიო/ვიდეო რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს.
„იმ ასაკში, როცა მოზარდი კითხვას სწავლობს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა სტრატეგიებით ცდილობს მასწავლებელი მიზნის მიღწევას. პირველ რიგში საინტერესოდ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უღვივებს. ვინაიდან, მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ მასწავლებლისგან, არამედ სხვა საშუალებებითაც ამიტომ კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა გარკვეული პოზიტიური სამუშაოები უნდა განახორციელოს. რაც საინტერესოდ განახორციელა პედაგოგმა მზია ადაძემ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები