ქუჩები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული - იხილეთ ბოლო მონიტორინგის შედეგი
21-12-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

11 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება  დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე - 2.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 4.4-ჯერ,  ვაშლიჯვარში -1.9-ჯერ, ვარკეთილში კი - 1.5-ჯერ.

12 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ.

13 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

14 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ.

15 დეკემბერს  თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.4-ჯერ,  ხოლო ქუთაისსა და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურებზე- 1.5-ჯერ.

16 დეკემბერს ისევ თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ქუთაისში - 1.4-ჯერ,  ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურებზე- 1.3-ჯერ.

17 დეკემბერს კი თბილისში ყაზბეგის გამზირზე - 3.2-ჯერ, ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე- 1.4-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და  ბათუმში  1.1-ჯერ.

აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, ასევე ამ დღეების განმავლობაში ბათუმში ქათამაძის ქუჩაზე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის ერთ საათიანი კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი - ბაგა-ბაღი N197, ჭავჭავაძის გამზირი - მაღაზია ,,სმარტის“ წინ, ლისის ტბის დასახლების მიმდებარე ტერიტორია, კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203