წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შრომითი უნარების კურსი წარმატებით დასრულდა
21-12-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომითი უნარების განვითარების მიმართულებით „ტანსაცმლის დამზადების საწყისების“ მემორანდუმის ფარგლებში კერვის გაკვეთილები წარმატებით დამთავრდა.
გაკვეთილებს უძღვებოდნენ უნივერსიტეტიდან წარმომადგენელი ირმა ხვიჩია, სკოლიდან ხელოვნების მასწავლებელი ნარგიზა შავგულიძე, ხოლო კოორდინირებას უწევდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ინგა არაბიძე.
გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდებოდა.
მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მიუდგნენ კერვის სწავლებას. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა შექმნილი სხვადასხვა ესკიზებით გამოფენა მოაწყვეს.