ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიულ კოლეჯში კულინარიის კურსი გაიარეს
21-12-2018
„პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც მე-8 და მე-9 კლასის თხუთმეტმა მოსწავლემ კულინარიის შემსწავლელი კურსი გაიარა.

შეხვედრებს კულინარი ილია ქარქოსაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულის ფარგლებში პროგრამისთვის განკუთვნილი სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, რის შემდეგაც მოსწავლეები კულინარული შედევრების მომზადების ტექნიკას დაეუფლნენ. კერძოდ, ისინი კოლეჯს და ცნობილ რესტორანს ესტუმრნენ, სადაც ნახეს თუ როგორ ამზადებენ გამოცდილი კულინარები გემრიელ კერძებს.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „იკაროსში“ სტუდენტები კულინარიის გარდა სხვა სპეციალობებსაც ეუფლებიან.

ასევე, კოლეჯის ადმინისტრაციის მიწვევით ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი  კონფერენციას - „XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“ დაესწრო.

პროგრამის დასრულების შემდეგ სკოლის ორმა მოსწავლემ პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. სკოლის დირექციის ცნობით, ეს უკვე შედეგია და ხაზგასასმელია ისიც, რომ ერთი კურსდამთავრებული ამ კოლეჯში უკვე სწავლობს.

„მადლობა ქალბატონ რუსუდან ჩართოლანს ასეთ საინტერესო და ძალიან საჭირო პროგრამაში ჩვენი სკოლის ჩართულობის ხელის შეწყობისთვის. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. პროფესიული განათლება ხომ ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა“- აცხადებენ სკოლის დირექციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203