წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გალერეას და თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ
21-12-2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ტელუსი“ წევრები გარემოსდაცვითი კონკურის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2019“ ფარგლებში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დაათვალიერეს, ბოტანიკურ ბაღში კი ბამბუკის, ნაძვის და ფიჭვის კორომები ნახეს.
სკოლის აღსაზრდელები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები