ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაში - „საქართველოს ენდემური ხორბლის სახეობები და დიარი“ წარმატებით იასპარეზეს
21-12-2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ხვანჭკარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა კესო შიშინაშვილმა და ანა ჭარბაძემ რესპუბლიკურ კონფერენციაში - „საქართველოს ენდემური ხორბლის სახეობები და დიარი“ წარმატებით იასპარეზეს.

სკოლის აღსაზრდელების თემა 17 საუკეთესოს შორის მოხვდა. მოსწავლეთა თემის ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჭარბაძე. მეთორმეტეკლასელები და მათი პედაგოგი დიპლომებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ. პროექტის ხელის შეწყობისთვის დიპლომით და წიგნით დასაჩუქრდა ასევე ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოხაძე.

კონფერენცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეგიდით აკ. წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა. კონფერენციას საბუნებისმეტყველო მეცნიერების კაბინეტის გამგე მერაბ ახობაძე ხელმღვანელობდა. კონფერენციაზე სულ 125 თემა იყო წარდგენილი, რომელთაგან 17 საუკეთესო შეირჩა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203