ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნებში ჩატარებულ კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავეს
21-12-2018
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები მარიამ გაზაშვილი, თინათინ სტამბოლიშვილი, ანანო ლეჟავა და მანონი ჯაფარიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია) ჩატარებულ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის სიგელით დააჯილდოვა. სკოლის აღსაზრდელებმა კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავეს და I ხარისხის სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცათ.
მოსწავლეებს ქიმიას მერი ბერიძე ასწავლის. სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები