სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა წინა სასწავლო წელთან შედარებით გაზრდილია - იხილეთ სტატისტიკა
24-12-2018

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 67 344 მასწავლებელია დარეგისტრირებული, მათ შორის 58 209 ქალია, 9 135 კი მამაკაცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებში - 59 259, კერძო სკოლებში 8 085 მასწავლებელი ასწავლის.

აღსანიშნავია, რომ წინა სასწავლო წლის მონაცემებთან შედარებით, მასწავლებელთა რაოდენობა საერთო ჯამში, 710-ით არის მომატებული. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის პედაგოგთა რაოდენობა 66 634 იყო.

იხილეთ 2017-2018 და 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის მასწავლებელთა საერთო რაოდენობა და გადანაწილება კერძო და საჯარო სკოლებში:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203