ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - „ადამიანის უფლებების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში“ დისკუსია გაიმართა
21-12-2018
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად  მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგისა და მალალა იუსაფზაის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები ნახეს.

კინოჩვენების შემდეგ თემაზე - „ადამიანის უფლებების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში“ დისკუსია გაიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 10 დეკემბერს აღნიშნავს - 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203