ანაბასისის სკოლის პროექტ-გაკვეთილი შესანიშნავი მუსიკალური ნომრით დასრულდა
09-02-2017
ანაბასისის პროექტ-გაკვეთილი შესანიშნავი მუსიკალური ნომრით დასრულდა.
მუსიკალურ ნომერს ''ქართველთა სიმღერა'' ერქვა და მას სკოლის მოსწავლეები ასრულებდნენ.
პროექტ-გაკვეთილი, ''ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს'', დავითობასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მე-4ბ კლასში ჩატარდა და მას მასწავლებელი თამარ ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, პროექტ-გაკვეთილმა შესანიშნავად ჩაიარა და მუსიკალური ნომერი კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.