ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს
24-12-2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. IX-X კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად ბულინგის თემაზე ფილმი ნახეს. კინოჩვენებას დისკუსია მოჰყვა, სკოლის აღსაზრდელებმა ძალადობის საახეებზე, მისი თავიდან აცილების მნიშვნელობასა და გზებზე იმსჯელეს, ასევე აღნიშნეს თუ რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ და საზოგადოებამ ბულინგის პრობლემის გადასაჭრელად.
მეცხრე და მეათეკლასელებმა ასევე სიტუაციური ამოცანები გააანალიზეს და პოსტერები შექმნეს. იხილეთ ფოტოები