სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბირთვისის ციხე მოინახულეს
24-12-2018
სამღერეთის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, პროექტი „ტურიზმი ჩემს მხარეში“ აქტიურად ხორციელდება.
პროექტი დატვირთულია მრავალფეროვანი საინტერესო თემებითა და გასვლითი გაკვეთილებით.
პროექტის ფარგლებში, სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ბირთვისის ციხე-სიმაგრეს ესტუმრნენ, რათა მოძიებული და მოთხრობილი ისტორია თავიანთი თვალით ენახათ.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ გასვლითი გაკვეთილი და მათ მიერ შესწავლილი ისტორია პრაქტიკაშიც გამოიყენეს. მოსწავლეებმა ბირთვისის ციხეზე მეგზურობა კანადელ მოხალისე მასწავლებლებს, გარდონსა და მერის გაუწიეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.