„თავისუფალი სულის შემოქმედება“ - თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
24-12-2018
თბილისის N39 საჯარო სკოლაში სამხატვრო სტუდია ფუნქციონირებს, რომლის ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოაწყო.
აღნიშნულის ფარგლებში პატარა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, გრაფიკული, ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
როგორც ნინო ქავთარაძემ აღნიშნა, მოსწავლეებმა საკუთარი ჩანაფიქრი საინტერესოდ გადმოსცეს:
„ეს არ არის უბრალოდ აკადემიური ნახატები, ეს მათი თავისუფალი სულის შემოქმედებაა. ისინი გრძნობენ და ასახავენ იმ ფერად გარემოს, სადაც ცხოვრობენ და უხარიათ“ - განაცხადა მოწაფეთა ხელმძღვანელმა.
სკოლის დირექცია ნიჭიერ მოზარდებს ხელოვნების ასპარეზზე დიდ წარმატებას უსურვებს.
გამოფენის დასასრულს მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.