ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
24-12-2018
ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ყველაზე ჭკვიანი“ მეორე ეტაპი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, თამაშში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებული გუნდის წევრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქარი ქების სიგელები გადაეცათ.
„პროექტი მოსწავლეების ჩართულობიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე ცხადყოფს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოთი ახალგაზრდების დაინტერესებას. ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლებას ემსახურება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.