ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველ ქალ კომპოზიტორს ღონისძიება მიუძღვნეს
24-12-2018
ასპინძის საჯარო სკოლის VI-ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნინა სახვაძე-ლოლაძე) პირველ ქართველ ქალ კომპოზიტორს, ბარბარე (ვარინკა) წერეთელს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება მიუძღვნეს. 

აღნიშნულის ფარგლებში მოწაფეები მოწვეულ სტუმრებს კომპოზიტორის ბიოგრაფიის შესახებ ესაუბრნენ, დასასრულს კი მის მიერ აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა „სულიკო“ შეასრულეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შთამბეჭდავი და შემეცნებითი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203