„საახალწლო ღონისძიება“ თბილისის N141 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა საზეიმო განწყობა შექმნეს
24-12-2018
თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-7 2 კლასში „საახალწლო ღონისძიება“ ჩატარდა.
მოსწავლეთა პედაგოგი ლია მდინარაძე გახლავთ.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულის ფარგლებში მოწაფეებმა თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს და თემატური ლექსები წაიკითხეს.
მათივე ინფორმაციით, ზეიმი შთამბეჭდავი იყო, სადაც მოზარდებმა საკუთარ ნიჭიერებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს.