თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის ნახატები გააცოცხლეს
25-12-2018
თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანიმაციების კონკურსში - „გაცოცხლებული სურათები“ მონაწილეობენ. სკოლის აღსაზრდელებმა კონკურსის ფარგლებში ორი ანიმაციური ვიდეორგოლი შექმნეს, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატები გააცოცხლეს.
პირველი ვიდეორგოლი ერიკ და ნიკა მინასიანებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით შექმნეს, მეორე ვიდეორგოლის იდეის ავტორები კი - თინათინ ივანიშვილი, თაკო ინაშვილი, მარიამ სეფიაშვილი, სალომე ზაქარიაძე, ხატია პავლიაშვილი, გვანცა აფაქიძე და მათი ხელოვნების პედაგოგი, თინათინ თოფურია არიან.
„სკოლის დირექცია ანიმაციის ავტორებს და მათ პედაგოგებს წარმატებას უსურვებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კონკურსი, ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა/განვითარება.