ჰერეთისაკრის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე ლექცია-გაკვეთილი ჩატარდა
25-12-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისაკრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა იამზე დუმბაძემ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გარემოსდაცვით თემაზე ლექცია-გაკვეთილი ჩაუტარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, I-IV კლასების მოსწავლეები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში დიდი ინტერესი ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნახეს ელექტრონული პრეზენტაცია, იმის შესახებ თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანს ბუნებისთვის და როგორ უნდა დავიცვათ იგი განადგურებისაგან.
„გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მათი სრული უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, რომ ბუნების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.