თბილისის N103 საჯარო სკოლაში ფრენბურთის ფესტივალი გაიმართა
25-12-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლაში ფრენბურთის ფესტივალი გაიმართა. ერთმანეთს მე-6ა და მე-6ბ კლასის მოსწავლეები შეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მატჩში ორივე კლასის 30 მოსწავლე მონაწილეობდა, თითოეული კლასი სამ გუნდად იყო დაყოფილი და ერთ პარტიას თამაშობდა. მატჩი სამი პარტიისგან შედგებოდა. თამაში საინტერესოდ წარიმართა და მე-6ა კლასის მოსწავლეთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 (15:9, 18:17, 12:15), დასრულდა.
„სპორტული ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეების შესაძლებლობების წარმოჩენა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.