წყალწმინდის საჯარო სკოლას პროგრამაში - „მომავლის თაობა“ ჩართული სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სტუმრობდნენ
25-12-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, წყალწმინდის საჯარო სკოლას ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, საგანმანათლებლო პროგრამების კონსულტანტი ალუდა გოგლიჩიძე, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა და პროგრამაში - „მომავლის თაობა“ ჩართული სამოქალაქო განათლების ოზურგეთელი მასწავლებლები სტუმრობდნენ. სტუმრები მე-10 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაესწრნენ, რომლის თემა იყო - „მოსწავლეთა ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში“.