მატნის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგების პროფესიული წინსვლა საზეიმოდ აღნიშნეს
25-12-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგების პროფესიული წინსვლა საზეიმოდ აღნიშნეს.
წელს სკოლის 10 პედაგოგს - ლეილა ბათურიშვილს, მანანა ხოხობაშვილს, ლალი ბათურიშვილს, ხათუნა ხუციშვილს, მალინა ოტიაშვილს, ციური ბასაძიშვილს, მზია აბრამიშვილს, ტატიანა ხოხობაშვილს, ესმა ხოხობაშვილს და მაია სიმონიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
პედაგიგებს სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ტორტი მიართვეს და მათი წინსვლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს.
„ერთმანეთის წარმატება გვიხარია, წელს სკოლის ერთდროულად ათმა პედაგოგმ აიმაღლა სტატუსი, პროფესიული ზრდის ასეთი დაფასება კი უფრო მეტის გაკეთების სურვილს გვაძლევს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.