ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორს შეხვდნენ
25-12-2018
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ხუთდღიანი კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნინო გვარამია ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს.