თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის საბჭოს მოდელირებაში“ მონაწილეობდნენ
25-12-2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „EIP - Education Is Power - განათლება ძალაა“ პირველი პროექტი „ევროპის საბჭოს მოდელირება 2018“ ჩაატარა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები განაწილებული იყვნენ კომიტეტებში და მსჯელობდნენ უმნიშვნელოვანეს თემებზე, მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. 

მოდელირებაში მონაწილეობდნენ თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, კახი ლაბაური (იაპონიის დელეგატი) და ნინი მაღრაძე (აშშ-ს დელეგატი). 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კახი ლაბაური მიგრაციის კომიტეტის პატივცემული დელეგატი გახდა, ხოლო ნინი მაღრაძე კი - თავისი კომიტეტის სპიკერი. 

პროექტს და მიგრაციის კომიტეტს მარიამ კუპრაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203