ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე იმყოფებოდნენ
25-12-2018

ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარნეულში ადგილობრივმა კულტურის ცენტრმა მიიწვია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე „ოქროს თევზი“, რომელიც პუშკინის ზღაპრის მიხედვითაა ინსცენირებული.

სპექტაკლს აზერბაიჯანული სექტორის დაწყებითი კლასების და სომხური სექტორის საბაზო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავიშვილს ყურადღებისთვის და მერიის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მას გვერდში უდგას და ძალას და ენერგიას არ იშურებენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პატარებს საქართველო გააცნონ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203